მირალემ პიანიჩმა სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, რადგან იტალიის ჩემპიონატში მისი ასპარეზობა დასრულდა.
„უბრალოდ მასზე ფიქრი მახრჩობს, მაგრამ ამ საღამოს სერია A-ში „იუვენტუსში“ ჩემი გამოცდილება დასრულდა. თუმცა ჯერ კიდევ არაა დამშვიდობების დრო, ამისთვის 23 აგვისტომდე უნდა მოვიცადოთ“, – დაწერა მირალემმა.
შეგახსენებთ, რომ პიანიჩი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ „იუვენტუსს“ დატოვებს და „ბარსელონაში“ გადაბარგდება.