ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა „ატლეტიკოსთან“ (1:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა და თქვა, რომ მისი მიზანი „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
„ნედვედმა კომპლიმენტები მითხრა? ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობას ვუხდი. თავს კარგად ვგრძნობ, მშვიდად ვარ და ვიცი, რომ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანი იყო ჯგუფიდან პირველი ადგილით კვალიფიცირება, მაგრამ გადამწყვეტი თამაშები წინაა, ამიტომ უნდა მოვუმატოთ და მზად უნდა ვიყოთ. ჩემი მიზანი ტურინში ჩემპიონთა ლიგის თასის ჩამოტანაა“, – განაცხადა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და D ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.