მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “კმაყოფილი ვარ, რასაც ვაკეთებ”

დე ლიხტი: “კმაყოფილი ვარ, რასაც ვაკეთებ”

მატიას დე ლიხტი ნელ-ნელა უმატებს და როგორც „ატალანტასთან“, „ატლეტიკოსთანაც“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ჰოლანდიელმა ესპანელებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, ჩვენ ძალიან ვითარდებით გუნდურად, მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩემი ადაპტაცია? როდესაც ისეთ გუნდში გადადიხარ, როგორიც „იუვეა“, ყოველთვის არის დიდი ზეწოლა და რთულია ახალ გარემოსთან ადაპტირება, ახალი სისტემა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მიდის საქმე და დღევანდელი გამარჯვებით ბედნიერი ვარ“, – თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და D ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …