ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „ატლეტიკოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი მცველის განცხადებით, სეზონის პირველი მიზანი შესრულებულია.
„მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა სეზონის პირველი ამოცანა გახლდათ ამ გრძელ ტურნირზე. სარისთან თავს კარგად ვგრძნობ, განსხვავებული იდეები აქვს, ვიდრე ალეგრის, მაგრამ ეს არის თამაში, რომელიც სასიამოვნოა. ბოლო მატჩებში დაცვაში უფრო სოლიდურად ვთამაშობთ. ამ თამაშში კი, მეორე ნახევარში მდგომარეობა ცოტა დავკარგეთ, მაგრამ შედეგის შენარჩუნება მოვახერხეთ“, – აღნიშნა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და D ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.