მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “ბუფონის ფუნქციებს კიელინი ასრულებს”

პიანიჩი: “ბუფონის ფუნქციებს კიელინი ასრულებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა Rai Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც კლუბში არსებულ ვითარებაზე, მიზნებზე საუბრობს. გარდა ამისა, ჯანლუიჯი ბუფონისა და ჯორჯო კიელინის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„იანგ ბოიზი“ და სერია A – „ოთხშაბათის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი ის საწყისი მიზანია, რომელიც სეზონის სტარტზე დავისახეთ. გვინდა ეს გავაკეთოთ და დავამტკიცოთ. რომ ამას ვიმსახურებთ. ჩემპიონატს რაც შეეხება, ახლა კომფორტული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ „ინტერმა“ და „ნაპოლიმ“ დაამტიცეს, რომ კარგი გუნდები არიან და ბრძოლა ბოლომდე იქნება.

„იუვენტუსი“ – დიახ, ვფიქრობ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ეს „იუვენტუსი“ ყველაზე ძლიერია. ჩვენ გვყავს კარგი და ბევრი ფეხბურთელი. ხელმძღვანელობა ყოველწლიურად მუშაობს, რომ ამ მხრივ სიტუაცია გააუმჯობესოს. ალეგრი კი დიდი მწვრთნელი, განსაკუთრებით ტაქტიკური თვალსაზრისით. კრიშტიანუმ კი, ხარისხი და გამოცდილება შეგვმატა, ის ყოველთვის საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

სკუდეტო – როდესაც „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გავაფორმე, პრეზიდენტმა ფოტო მაჩვენა, სადაც 5 სკუდეტო იყო და მითხრა, ტიტულების მოგება კიდევ შეგვეძლო. ჩვენ ამას მივაღწიეთ და შვიდამდე ავედით, მაგრამ ახლა ტიტულების რაოდენობა უნდა გავზარდოთ.

ბუფონი და კიელინი – ჯიჯი ლეგენდაა, ალბათ ისტორიაში საუკეთესო მეკარე. ის გასახდელში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, სამაგალითო. მისი წასვლის შემდეგ კი, იგივეს კიელინი აკეთებს. ჯიჯი და კიელო სამაგალითო პროფესიონალები არიან, რომლებიც „იუვენტუსს“ კარგად იცნობენ.

პოგბა – რა თქმა უნდა, ყველა ოცნებობს, რომ პოგბა ჩვენთან მოვიდეს, განსაკუთრებით ფანები. პოგბა ძალიან დაგვეხმარება და გააუმჯობესებს ჩვენს გუნდს, რომელსაც უკვე ნაპოვნი აქვს საოცარი რიტმი.

მიზნები – ჩემი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის „იუვეში“ მოგება და ამის გასაკეთებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ტრიპლეტი ჩვენი მიზანიცაა და ოცნებაც“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …