ტურინის „იუვენტუსს“ მეჰდი ბენატია გამოაკლდა. „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩისთვის ემზადება და დღეს ივარჯიშა კიდეც, მაგრამ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ბენატიას.
მაროკოელ მცველს მუხლის აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა პერიოდი გაუცდება. თუმცა, ცნობილია, რომ ალეგრის განკარგულებაში „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „იანგ ბოიზს“ 12 დეკემბერს დაუპირისპირდება.