ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა გუნდშ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ჩეხი, მაურიციო სარისა და მატიას დე ლიხტის შესახბ საუბრობს. გარდა ამისა, კომენტარი ჩემპიონთა ლიგის შესახებაც გააკეთა.
„სარის ჯერ კიდევ დრო სჭირდება, რამდენიმე თამაში ჩავატარეთ, მაგრამ მისი ნამუშევრის დანახვა არ შეიძლება. მაქსისგან განსხვავებული მეთოდებით მუშოაბს, მაგრამ კმაყოფილები ვართ.
დე ლიხტი? ის იყო ხანგრძლივი, დამღლელი გარიგება. 20 წლის ფეხბურთელია, მაგრამ უკვე კაპიტანი იყო. ეს არის არჩევანი როგორც აწმყოსთვის, ისე მომავლისთვის. ბედნიერები ვართ, რომ მისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენციაში გავიმარჯვეთ.
ჩემპიონთა ლიგა? ყველა გუნდი გაძლიერდა, როგორც იტალიაში, ისე ევროპაში. ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იქნება, დარწმუნებული ვარ. ევროპაში კიდევ უფრო რთული, ძალიან ბევრ გუნდს შეუძლია სირთულეების შემოთავაზება, მაგრამ „იუვე“ მზად იქნება“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 25 აგვისტოს „პარმას“ სტუმრად დაუპირისპირდება. პირველ საშინაო მატჩს კი 1 სექტემბერს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.