ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ არტურს „პარმასთან“ მატჩი გაუცდება. ბრაზილიელმა ტრავმა „ატალანტასთან“ დაპირისპირებისას მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს.
არტურს ბარძაი აქვს დაზიანებული და თითქმის გამორიცხულია, რომ უახლოეს შეხვედრაში მოედანზე გავიდეს. მას დასვენება სჭირდება და უფრო დიდი შანსია, რომ წლის ბოლო შეხვედრაში „ფიორენტინასთან“ ითამაშოს.
თუ ვერც ფლორენციელებთან მატჩისთვის მომჯობინდება, მაშინ ანდრეა პირლოს არტურის იმედი მხოლოდ 2021 წლის დასაწყისში ექნება.