ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-12 ტურში შინ „ატალანტას“ დაუზავდა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.
3 – ფედერიკო კიეზამ „ატალანტას“ სერია A-ს მესამე გოლი გაუტანა. სამივე სახლში,სამივე მარჯვენა ფეხით და სამივე საჯარიმოს გარედან.
5 – კიეზას სერია A-ში გატანილი 27 გოლიდან 5 აქვს საჯარიმოს გარედან გატანილი და 3 „ატალანტას“ კარში.
2 – 1997 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია A-ში მინიმუმ 6 გოლში მიიღო მონაწილეობა – კიეზა (2 გოლი, 4 პასი) და ლაუტარო მარტინესი (5 გოლი, 2 პასი).
6 – 1984-1985 წლების სეზონიდან მოყოლებული „იუვენტუსს“ 12 ტურის შემდეგ 6 ფრე პირველად აქვს (ის სეზონი გუნდმა მე-6 ადგილზე დაასრულა).
0 – ზედიზედ მესამე სეზონია „იუვენტუსს“ საწყის 12 ტურში მატჩი არ წაუგია (შარშან 10 მოგება და 2 ფრე ჰქონდა).
1 – „ატალანტამ“ სერია A-ში ბოლო 16 გასვლითი მატჩიდან ერთხელ წააგო, ოქტომბერში „ნაპოლისთან“ 1:4 (9 მოგება, 6 ფრე).
6 – „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ ბოლო რვა მატჩიდან 6 ფრედ დასრულდა, ტურინელებმა ორჯერ მოიგეს (სერია A-ში).
26 – კრისტიან რომეროს ბოლო სამ სეზონში მცველებს შორის ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი აქვს (26), ამასთან 3 წითელი ბარათიც. მოგეხსენებათ, ის „იუვენტუსის“ საკუთრებაა და „ატალანტაში“ განათხოვრებულია.
3 – რემო ფროილერს ყველაზე მეტი გოლი „იუვენტუსის“ კარში აქვს გატანილი (3). აქედან ორი ტურინში.
4 – კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსის“ მაისურით 30 პენალტიდან 4 აქვს გაცუდებული (3 სერია A-ში, 1 იტალიის თასზე).