ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი იანვარში ტრანსფერებს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ შემადგენლობა ისედაც კონკურენტუნარიანია.
„ჩემპიონთა ლიგა? სასიამოვნოა აქ თამაში, როგორც ყოველთვის და მუდამ კარგია დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. ბედნიერი ვარ, რომ ბუფონმა ევროსარბიელზე ისევ ითამაშა, ამით ბოლომდე უნდა ვისიამოვნოთ. ტრანსფერები? ჩვენ გვყავს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ამ მომენტში. ზამთარში ტრანსფერები არ იქნება, რადგან ნახევარდაცვა დაკომპლექტებული გვაქვს“, – განაცხადა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიური მედია იანვარში „იუვენტუსს“ ყველაზე აქტიურად ივან რაკიტიჩს უკავშირებს.