ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში D ჯგუფიდან პირველი პოზიციით გავიდა და შესაბამისად, მერვედფინალში მეორეადგილოსანს შეხვდება, თანაც პირველ თამაშს სტუმრად ჩაატარებს.
უკვე ცნობილია „იუვეს“ ყველა სავარაუდო მეტოქე, ვისაც შეიძლება მერვედფინალში შეხვდეს.
„რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“.
სწორედ ჩამოთვლილი გუნდებიდან ერთ-ერთი შეხვდება „იუვენტუსს“ 1/8 ფინალურ ეტაპზე. კენჭისყრა კი 16 დეკემბერსაა ჩანიშნული.