ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „სამპდორიასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ლუის სუარესის ტრანსფერი ჩაშლილია. მისი განცხადებით, იტალიის მოქალაქეობის აღება ვერ ესწრება, ამიტომაც კლუბმა სხვა თავდამსხმელის ძებნა დაიწყო.
„მოხარულები ვართ, რომ მარკო პიაცამ გაიტანა. ის ძალიან ხარისხიანი მოთამაშეა, განსაკუთრებული. მას რამდენიმე ტრავმა ჰქონდა, გვწამს და ვფიქრობ, რომ „ჯენოა“ სწორი ადგილია დასაბრუნებლად. ჯეკო? 15 დღეა დარჩენილი. ვიცით როგორი ფორვარდი გვინდა და რა გვინდა. ახლა მხოლოდ ერთ თავდამსხმელზე ვფიქრობთ და არა ორის დამატებაზე.
სუარესი სიიდან ამოღებულია, მოქალაქეობის მისაღებად ბიუროკრატიული დრო უფრო გრძელია, ვიდრე სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე და ჩემპიონთა ლიგის განცხადის შევსებამდე. შევაფასეთ სიტუაცია, როდესაც ეს შანსი გაგვიჩნდა, ვეცადეთ გაგვეგო იყო თუ არა დრო მოქალაქეობის მისაღებად, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და ამიტომ თავი დავანებეთ.
პელეგრინის სიტუაციაში ვფიქრობ ძალიან კარგად ვიმუშავეთ, ის ფუნდამენტური აქტივია ხელმძღვანელობისთვის. ვსაუბრობ პელეგრინიზე, მაგრამ ეს ეხება პიაცას, ნიკოლუსის, პორტანოვას, ფრაბოტას, რომელიც ჩვენთანაა. ვეცდებით შევქმნათ სწორი გზა, რომ ისინი დაბრუნდენ „იუვეში“ და გახდნენ მთავარი მოქმედი პირები. მენეჯერები და მწვრთნელები ამ საკითხზე მუშაობენ და ცდილობენ გააკეთონ სწორი შეფასებები.
პირლოს დანიშვნაში რა იყო გასაკვირი? ის წარმატებისთვის განწირულია. ეს სიტყვა ყველაფერს ამბობს, მასზე ზეწოლა არაა, მუშაობა მშვიდად შეუძლია. აქვს მკაფიო იდეები, ეს თავიდანვე შემიძლია ვთქვა. სასიამოვნო სიურპრიზია ის სიმშვიდე, როგორც ის მუშაობს. მწვრთნელი იყო იმ მრავალი წლის განმავლობაშიც, როდესაც ვარჯიშობდა“, – თქვა პარატიჩიმ.