ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დეიან კულუსევსკიმ სადებიუტო მატჩში, გენუის „სამპდორიასთან“ გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედის განცხადებით, ბედნიერია, რომ თავის გამოჩენა პირველივე თამაშში მოახერხა.
„მშვენიერი საღამო იყო. „სამპდორიას“ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ ყოფილა, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. ბედნიერი ვარ, რომ პირველივე მატჩში გოლი გავიტანე. მწვრთნელი მშვიდად არის, მას სჯერა ჩვენი, საშუალებას გვაძლევს თამაშის და ნდობას გვმატებს. კრიშტიანუ? ფანტასტიკურია, მისგან ვსწავლობ და ეს გამართლებაა. 2:0-ზეც მთხოვა, რომ შეტევა გამეგრძლებინა“, – თქვა კულუსევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის შვედი „იუვემ“ იანვარში იყიდა, მაგრამ გუნდს ახლა შეუერთდა, რადგან იჯარით „პარმაში“ დატოვებს. „იუვენტუსი“ შემდეგ მატჩს 27 სექტემბერს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს.