ტურინის „იუვენტუსმა“ ახალი სეზონი გენუის „სამპდორიასთან“ დამაჯერებელი (3:0) გამარჯვებით დაიწყო. გოლები დეიან კულუსევსკიმ, ლეონარდო ბონუჩიმ და კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანეს.
გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და ეს საკმარისია კარგი დასაწყისისთვის. როდესაც მისი მნიშვნელობა საჭირო გახდა, ადგილზე იყო.
დანილო 6.5 – ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი თამაში მას შემდეგ, რაც „იუვეშია“. მისთვის ახალი პოზიცია არცისე ექსპერიმენტულად გამოიყურება.
ბონუჩი 7 – სამცველიან ტაქტიკაში დაბრუნდა ცენტრში და ყველაზე მეტად მან ისიამოვნა. ბოლოს გოლიც გაიტანა.
კიელინი 6.5 – კაპიტნის სამკლავური, ძირითადში დაბრუნება და პოზიტიური თამაში.
დემირალი შ.გ – მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და მნიშვნელოვანი წუთებია დაბრუნებისთვის.
კუადრადო 6 – ზოგჯერ ცოტა დაბნეული იყო, მაგრამ ძველი გვარდიის ნაწილი, რომელიც „იუვეს“ სჭირდება.
ბენტანკური შ.გ – ურუგვაელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა მოედანზე.
რაბიო 6 – ცენტრში მარჯვნივ, როგორც „ნოვარასთან“. იდეალურად არ უთამაშია, თუმცა არც ცუდი ყოფილა.
მაკკენი 6.5 – ახალი „იუვე“ მისიცაა, ადვილი არაა სეზონის დაწყება იმ მოთამაშის იარლიყით, რომელმაც ხელი შეუშალა სუარესის მოსვლას (გარკვეულწილად, პასპორტის გამო). დარბის, იბრძვის. გოლთან ძალიან ახლოს იყო. დაღლილობა საბოლოო ჯამში გარდაუვალი იყო, მისი სახით „იუვეს“ ნამდვილი ველური ბარათი ჰყავს.
ფრაბოტა 6 – ეს არ იყო აბსოლუტური დებიუტი, მაგრამ ძირითადში პირველად გამოჩნდა. დასაწყიში ცოტა მეტი ემოცია ძალავდა, მაგრამ შემდეგ დამაჯერებელი იყო.
დე შილიო 6.5 – ადვილი არ არის იმ კვირაში მოქმედება, როდესაც ჯერ „რომაში“ ტრანსფერი ჩაგეშალა, შემდეგ აღმოჩნდა სკამზე, ფრაბოტას უკან, თუმცა, მოედანზე დიდი თავდაჯერებით გავიდა და მაგარ გოლთან ძალიან ახლოს იყო.
რემზი 7 – ხაზებს შორის კარგი იყო, მნიშვნელოვან მხარდაჭერას ახდენდა რონალდუსა და კულუსევსკისთან. მთელი თამაში ჩაატარა, რაც გასულ სეზონში მხოლოდ ერთხელ მოხდა.
კულუსევსკი 7.5 – დასაწყისი განსაკუთრებულია განსაკუთრებული ფეხბურთელისთვის. პირველი დარტყმა, და მაშინვე გოლი. შემდეგ ჩემპიონივით ითამაშა, იმის გამო თუ როგორ ინარჩუნებდა ბურთს, როგორ ხედავდა თანაგუნდელებს პასების დროს. ზაფხულის მთავარი ტრანსფერი, რომელიც 2 იანვარს დადასტურდა.
დუგლას კოშტა შ.გ – ბრაზილიელმა ბოლო წუთები ითამაშა.
რონალდუ 7 – გიჟური სურვილი ჰქონდა გოლის გატანის. პირველ ტაიმში მეკარემ აუღო, ხარიხას გაარტყა და შემდეგ ააცილა. რემზის ძალიან კარგად უგებდა, მაგრამ განსაკუთრებით კულუსევსკის. თუ გადავხედათ წინა ორი სეზონის სადებიუტო თამაშებს, რონალდუსთვის ეს დასაწყისი საუკეთესო იყო.
პირლო 7 – ყველაზე დიდმა რეჟისორმა მიიღო გამოწვევა, ეს არის თამაშის დომირება რეჯისტას გარეშე. „იუვე“ კარგად თამაშობს, თამაშობს მარტივად, ბურთს ფლობს და ტერიტორიას. კონტექსტის არარსებობუს, ბაზრისა და ყველა დანარჩენის გათვალისწინებით რთული იქნებოდა მისგან მეტის მოთხოვა.