ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გენუის „სამპდორიასთან“ გამარჯვება და სადებიუტო თამაში შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მას საკუთარი იდეები აქვს და მის დანერგვას ცდილობს.
„მნიშვნელოვანია ყველასთან დიალოგი. როგორც ფეხბურთელბს ეს ძალიან მომწონდა და საჭირო ამ ყველაფრის გაგება, ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. შესანიშნავი პირველი ტაიმი იყო, სამწუხაროა, რომ დაუყოვნებლივ ვერ მოვახერხეთ თამაშის დახურვა და რამდენიმე გოლის გატანა, მაგრამ გადამწყვეტმომენტებში ფხიზლად ვრჩებოდით. მეტოქეს სურდა ყველა ხარვეზის დაფარვა და ჩვენ კარგად ვცდილობდით მათი კონტრშეტევების მართვას.
ფარბოტა? მას ჰქონდა შესანიშნავი თამაში, ალექს სანდრო დაშავდა და მისი ჩანაცვლების პრობლემა არ მქონია. ის კარგად ვარჯიშობს, იცის თამაში და რისკი არ ყოფილა.
დრო საჭიროა, არ მსურს ვინმეს მიბაძვა და ამის გამოყენება, ჩემი იდეები მაქვს და ვეცდები შთაგონება ჩემი წარსული გუნდებისგან მივიღო, რომლებსაც მსოფლიოზე შთაბეჭდილება აქვთ მოხდენილი. „ნოვარასთან“ უკვე ვნახეთ, რომ ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ მათი დაბრუნების შემდეგ უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს.
4 ცენტრალური ნახევარმცველი გვყავს, რომლებიც თვისებებით 2-კაციან ნახევარდაცვაში უკეთ გრძნობენ თავს, ვიდრე სამკაციანში. ამ გზით ვცდილობთ თავი 4 მცველთან ერთად დავიცვათ.
კრიშტიანუ რონალდუს დასვენების დრო ექნება, ვნახოთ მომავალში. მას შეუძლია გარკვეულ მატჩებში დაისვენოს, იცის, როდის უნდა გაჩერდეს ან იმუშაოს.
თავდამსხმელი? ვნახოთ, ჯერ კიდევ არ გვყავს. ჩემს გონებაში ფორვარდით თამაში წარმოდგენილი მაქვს. თუ ვერ შევძლებთ მის დამატებას, მაშინ გვაქვს სხვა გამოსავალიც. მთავარი შეტევაში ყველა ზონა შევავსოთ და პოზიციონირება შევძლოთ.
დიბალა მაღალი ხარისხის მოთამაშეა, რომელსაც შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. კულუსევსკისთან ერთად, მის ნაცვლად, ცენტრალურ თავდამსხმელადაც. როდესაც დაბრუნდება, შევაფასებთ სად უნდა დავაყენოთ მოედანზე.
უფრო მეტი თავდამსხმელით თამაში? ვეცდებით, ხარისხიანი მოთამაშეები ყოველთვის მისასალმებელია, მთავარია, რომ ბალანსირებულნი იყვნენ. ვეძებთ გამოსავალს, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოვიყენოთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს, „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.