ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კომენტარი გააკეთა.
„როგორც მწვრთნელმა თქვა, როდესაც ფეხბურთელი შეცვლის დროს ბრაზდება, როგორც რონალდუ, პოზიტიური სიგნალია, რადგან მას გამარჯვების სურვილი აქვს. ამ საკითხს დადებითად ვუყურებთ და წინ მივდივართ. „იუვეს“ თამაშის ხარისხი? ვეთანხმები სარის, მწვრთნელებს რთული სამუშაო აქვთ, თავიანთი იდეები გააჩნიათ, მაგრამ გუნდის ფეხბურთელების თვისებები უნდა გაითვალისწინონ. ზოგჯერ კარგად ვთამაშობთ, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც უნდა გავითვალისწინოთ“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ D ჯგუფში 13 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.