ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დროისთვის გუნდის საუკეთესო მოთამაშე მირალემ პიანიჩია.
„დეტალებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ეს გადამწყვეტი იქნება. ჩვენ ხარისხიანი და ღრმა შემადგენლობა გვყავს, სარი არჩევანს ძალიან კარგად აკეთებს. ჯერჯერობით შედეგები დიდებულია. ჩემპიონთა ლიგა? ყველა ჯგუფი დაბალანსებულია და იმარჯვებენ ფავორიტი გუნდები. ძალიან კარგია, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავედით.
რონალდუ? მესმის მისი აღშფოთება შეცვლის შემდეგ, ის ძალიან კარგად აკეთებს საქმეს და არანაირი ინციდენტი არ არსებობს. ტრეზეგე-იბრა-დელ პიეროს ტრიოს მსგავსი ტრიოა დიბალა-რონალდუ-იგუაინი? არ მინდა, მწვრთნელის არჩევანში ჩავერიო, ჩემპიონებს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. დიბალა და იგუაინი ფორმაში არიან და რომელიმეს სათადარიგო სკამზე დატოვება ძალიან რთულია. დიბალა შარშანდელთან შედარებით ძალიან გაიზარდა. აქამდე საუკეთესო ვინაა? პიანიჩი“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ D ჯგუფში 13 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.