ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისევ კომენტარს აკეთებს. კაპელო მიიჩნევს, რომ კრიშტიანუმ სისწრაფე დაკარგა.
„რონალდუმ სისწრაფე და სპრინტი დაკარგა. იმ კონტრშეტევას კარში დარტყმით დაასრულებდა, მაგრამ ახლა ორი მცველი დაეწია. საჯარიმოში ისევ პირველი ნომერია, მაგრამ მცველის მოტყუების დროს სირთულეები ექმნება. მე მას ვათამაშებდი იმ პოზიციაზე, სადაც ახლა თამაშობს“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ D ჯგუფში 13 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.