ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გააუმჯობესა.
კეინს ჩემპიონთა ლიგაზე 20 გოლი აქვს გატანილი და ამას 24 თამაში მოანდომა და ისტორიაში ყველაზე მცირე მატჩებით მოახერხა 20-ჯერ თავის გამოჩენა. გუშინდლამდე ეს რეკორდი „იუვენტუსის“ ლეგენდას, ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საწყისი 20 გოლი 26 თამაშში გაიტანა.
ჰარი კეინი – 24 თამაში, 20 გოლი
ალესანდრო დელ პიერო – 26 თამაში, 20 გოლი
რუუდ ვან ნისტელროი – 27 თამაში, 20 გოლი
ფილიპო ინძაგი – 28 თამაში, 20 გოლი
მარიო გომესი – 32 თამაში, 20 გოლი
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საწყისი 20 გოლის შესახებ.