მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ატლეტიკო”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ატლეტიკო”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ (1:0) პაულო დიბალას გოლით დაამარცხა. „ბებერმა სინიორამ“ ჯგუფში პირველი ადგილი სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გაინაღდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – საულის დარტყმა ორი მოძრაობით გაანეიტრალა. მთლიანობაში ბევრი საქმე არ ჰქონია, რადგან „ატლეტიკო“ ძირითადად არაზუსტად ურტყამდა.

დანილო 6 – ძირითად შემადგენლობაში კუადრადოს ნაცვლად დაბრუნდა. არ იყო ყოველთვის ზუსტი, მაგრამ 42-ე წუთზე მორატას თავით დაასწრო და გუნდი გადაარჩინა.

ბონუჩი 6.5 – ისეთ ფიზიკურ კონდიციებშია, მისთვის ყველაფერი ადვილად გამოიყურება.

დე ლიხტი 7 – ლომი! მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოში მხარი იტკინა, მაინც უშეცდომოდ ითამაშა. თამაშიდან თამაშამდე უმატებს.

დე შილიო 6.5 – ნათელია, რომ ალექს სანდროს შემცვლელი ისაა. როდესაც ბრაზილიელი დაბრუნდება მატია თავისი შანსისთვის მარჯვენა ფლანგზე იბრძოლებს დანილოსთან და კუადრადოსთან. ახლა კი, კარგად ითამაშა, განსაზღვრულად.

ბენტანკური 6.5 – საბოლოოდ, ძირითად შემადგენლობაში სწორედ ურუგვაელი მოხვდა. მობილური იყო, ახალი თამაში და ახალი პოზიცია რომბისემბრ ნახევარდაცვაში.

ხედირა შ.გ – გერმანელმა ბოლო წუთები გაატარა მოედანზე.

პიანიჩი 6.5 – როდესაც რამე სენსაციურს არ შექმნის, თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ თითქმის ყველა ბურთი და პასი მასზე გადიოდა.

მატუიდი 6 – „მილანთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. ის ბევრს მუშაობს და ამიტომ მიმდინარე სეზონში შეუცვლელია.

რემზი 6 – თითოეულ გამთამაშებელს, რომელიც სარის განკარგულებაშია, სხვადასხვა თვისებები აქვთ. უელსელი ნორმალურ ფორმაში პირველი არჩევანია, მაგრამ ჯერ მაინც არაა იდეალურ კონდიციებში.

ბერნარდესკი 6.5 – თამაშში ძალიან აქტიურად და კარგად ჩაერთო, სურდა რაღაც შეეცვალა. ახლოსაც იყო, მაგრამ მისი დარტყმა ძელს მოხვდა.

დიბალა 7.5 – გონსალო იგუაინთან დუელი მოიგო ძირითადი შემადგენლობისთვის. რემზისთან კარგად კომბინირებდა და მეცხრე წუთზე ამის შემდეგ სახიფათო მომენტიც შექმნა. შემდეგ ჯარიმა პრაქტიკულად შეუძლებელი პოზიციიდან გაიტანა. არასდროს ასეთი ძლიერი.

იგუაინი 6.5 – ის ამტკიცებს, რომ კარგ ფორმაშია, თუმცა ამჯერად მხოლოდ 15 წუთი ითამაშა.

რონალდუ 5.5 – „მილანთან“ შეცვლის შემდეგ რონალდუ „ბიანკონერიში“ პირველად გამოჩნდა. არ არის სასურველ კონდიციაში და ეს აშკარაა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ D ჯგუფში 13 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ პირველი ადგილი გარანტირებული აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …