მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ატლეტიკოს” მატჩის შემდეგ

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ატლეტიკოს” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ (1:0) დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ისედაც განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ახლა ჯგუფში პირველი ადგილიც დაიბევა.

წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც გუშინდელი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა:

10 – პაულო დიბალამ „იუვენტუსში“ მეათე ჯარიმა გაიტანა ყველა ტურნირის ჩათვლით. 2018 წლის მარტის შემდეგ კი („უდინეზესთან“) ეს პირველი გოლი იყო ჯარიმიდან. „ლა ჯოია“ გასული სეზონიდანდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ საუკეთესო ბომბარდირია 8 გოლით, მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა – 7 გოლი.

2 – „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო (1 ფრე), მანამადე კი მადრიდულ გუნდთან სამი თამაშიდან ორი ჰქონდა წაგებული (1 ფრე).

0 – „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ ტურინში ჩატარებულ მატჩებში გოლი არასდროს გაუშვია (3 თამაშში). არცერთ სხვა გუნდთან „ბიანკონერის“ ასეთი კარგი შედეგი არ აქვს, ვისთანაც შინ მინიმუმ სამჯერ უთამშია. „ატლეტიკო“ კი ნორვეგიულ „როსენბორგს“ გაუთანაბრდა, რომელსაც ტურინში ასევე სამჯერ ითამაშა და გოლი არ აქვს გატანილი.

1 – „იუვენტუსმა“ სეზონში მე-18 თამაში ჩაატარა (15 მოგება, 3 ფრე, 0 წაგება) და მეთორმეტედ მოიგო ერთი ბურთის სხვაობით.

2 – მადრიდის „ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ ორი თამაში 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო.

4 – „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ოთხი საშინაო თამაში ზედიზედ მოიგო და ასეთი კარგი სერია 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად აქვს (12 გამარჯვება ძველი სერია).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …