ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ინტერთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილები არიან ანდრეა პირლოს მუშაობით.
„კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ ხელმძღვანელობს ანდრეა პირლო გუნდს. ასევე კმაყოფილები ვართ დამოკიდებულებით, თამაშით და პიროვნულობით. სეზონის ამ ეტაპზე ყველა ტურნირში ვიბრძვით. ეს იქნება შესანიშნავი და მნიშვნელოვანი ბიძგი სეზონის ფინალური და ყველაზე ინტენსიური ნაწილისთვის“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ინტერის“ ტურინში 9 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო მანამდე შაბათს, „რომას“ დაუპირისპირდება.