ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა.
„სერია A-ში „ინტერთან“ წაგების შემდეგ ჩვენთვის ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. ვაჩვენეთ, რომ „ინტერს“ არ ჩამოუვარდებით. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, კომპაქტური და დალაგებული.
რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი დასრულებულა, ჯერ კიდევ არის ერთი მატჩი, ალბათ, უფრო რთულიც, ვიდრე ეს თამაში იყო. თუმცა მოედანზე იმ დამოკიდებულებით და შურისძიების სულისკვეთებით უნდა გავიდეთ, როგორც ამ საღამოს“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ინტერის“ ტურინში 9 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო მანამდე შაბათს, „რომას“ დაუპირისპირდება.