მთავარი / სიახლეები / “ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალში მილანის „ინტერი“ სტუმრად კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:1 დაამარცხა და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 6 – გაშვებული გოლის დროს სანახევრო შეცდომა დაუშვა, მაგრამ დარმიანის ეპიზოდში სასწაული სეივით გამოისყიდა.

კუადრადო 7 – 32, თითქმის 33 წლისაა და ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ზპგადად არსებობს ერთი „იუვე“ კუადრადოსთან ერთად და მეორე „იუვე“ კუადრადოს გარეშე. მასთან ერთად გუნდი სხვანაირია.

დემირალი 6.5 – ბუფონის მსგავსი შეფასება აქვს. დასაწყისში დაშვებული საშინელი შეცდომა მეორე ტაიმში კარის ხაზიდან ბურთის გამოტანით გამოისყიდა, რაც გატანილ გოლს უდრიდა.

დე ლიხტი 6 – თამაში ცუდად დაიწყო, ლაუტაროსთან პოზიცია წაგაო და გოლი გავიდა, შემდეგ გაიზარდა, მაგრამ მაინც დაუშვა შეცდომა, როცა ბენტანკურმა კარის წინ არაზუსტი პასი გააკეთა.

ალექს სანდრო 5.5 – უჭირდა, მის ფლანგზე „ინტერი“ ძალიან ადვილად მოქმედებდა.

მაკკენი 6.5 – მაღალ პრესინგს ყოველთვის ასრულებდა, დარბოდა შეუფერხებლად და ავსებდა სივრცეებს.

კიეზა შ.გ – ფედერიკომ ბოლო წუთები ითამაშა და დაისვენა.

ბენტანკური 6.5 – ის სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება და ამით მთელი გუნდი სარგებლობს. ბალანსს იძლევა ორმაგ ფაზაში. თუმცა, დემირალის მადლობელი უნდა იყოს, როდესაც სანჩესის დარტყმას კარის ხაზზე გადაეღობა. ეს იყო მაღალი დონის თამაშში მის ერთადერთი შეცდომა.

არტური შ.გ – მან 15 წუთი ითამაშა და ბურთს კარგად ფლობდა, თან დასვენების შესაძლებლობაც მიეცა.

რაბიო 6 – ტემპი ჰქონდა, მაგრამ სითამამე არა. შეგრძნებაა, რომ ყოველთვის აგვიანებს, მაგრამ ბურთს ხშირად ინარჩუნებდა.

ბერნარდესკი 6 – ცუდი დასაწყისის შემდეგ თამაში გამოასწორა. განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა, მაგრამ არც დაუშავებია.

დანილო 6 – ის მოედანზე შევიდა, რომ უფრო მეტად გაემაგრებინა დაცვის მარჯვენა ფლანგი და მისია შესრულებულია.

კულუშევსკი 5.5 – ფაზებს შორის ის ყოველთვის აგვინებდა.

კიელინი შ.გ – ჯორჯომ 4 წუთი ითამაშა, დაცვა გაამაგრა და დაისვენა.

რონალდუ 7.5 – ის ყველაფერს აკეთებს. პენალტი შესანიშნავად დაარტყუა, შემდეგ ბასტონისა და ჰანდანოვიჩს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. სასიამოვნო რეაქცია ჩემპიონატში ცუდი მატჩების შემდეგ. „რონალდუს ზონა“ ახლოვდება.

მორატა შ.გ – მან ბოლო 15 წუთი გაატარა მინდორზე.

პირლო 6.5 – ცუდი დასაწყისი, როგორც ჩემპიონატის თამაშში, მაგრამ ამჯერად გუნდი რეაგირებს ახერხებს და პირველი ტაიმი შესანიშნავად ითამაშა. „ნერაძურის“ შეცდომების წყალობით წინ გასვლა შეძლო. მეორე ტაიმში დაღლილობა იგრძნობოდა, მაგრამ „იუვე“ არ დაშლილა. და, ეს ყველაფერი ნახევარი შემადგენლობის როტაციით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …