ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ მირალემ პიანიჩისა და არტურ მელოს ბარტერი „იუვესთვის“ მომგებიანი გარიგებაა.
გარდა ამისა, სხვადასხვა საკითხებზეც გააკეთა კომენტარი, მათ შორის, ანდრეა პირლოს 23-წლამდე გუნდის შესაძლო მთავარ მწვრთნელობაზე:
„პიანიჩის და არტურის გაცვლა შესაძლებლობების კარგი ნაწილია. ის განსაკუთებული ბიჭია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როდესაც ეს შესაძლებლობა გაჩნდა, მან გვითხრა, რომ „იუვეში“ ძალიან კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ ერთადერთი გუნდი, სადაც წასვლა უნდოდა, „ბარსელონა“გახლდათ. ჩვენ კი ვიპოვეთ მოთამაშე, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, მაშინაც, როდესაც ბრაზილიაში თამაშობდა და მირალემზე უფრო ახალგაზრდაა. ფინანსური კუთხითაც შესანიშნავი ოპერაცია გავაკეთეთ.
ნახევარმცველებს ცოტა გოლი გააქვთ? საინტერესო საკითხია, რა თქმა უნდა, ხედირა ამ ტიპის ფეხბურთელია და გოლების გატანა შეუძლია, თუმცა ტრავმა აქვს. გარდა ამისა, ხშირად ვითამაშეთ ტაქტიკით, როდესაც ნახევარმცველები უფრო ფლანგზე მოქმედებდნენ.
საჯარიმო დარტყმები? ეს მოედანზე გადასაწყვეტი საკითხია. ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებიც საუბრობენ ერთმანეთში, მწვრთნელთან და დროდადრო თავად იღებენ გადაწყვეტილებას.
ფელის კორეია და პირლო? ფელიქს კორეია ფლანგის შემტევია, ძალიან ნიჭიერია და დიდი ხანი ვაკვირდებოდით. ის ჩვენი მეორე გუნდისთვის უფრო ფუნქციონალურია, ვიდრე მორენო იყო. პირლოს რაც შეეხება, ჩვენი გუნდი ანდრეასთან ახლოსაა, ჯერ სეზონი არ დასრულებულა, 23-წლამდე გუნდმა პლეი-ოფი უნდა ითამაშოს დიდი ამბიციით. ცოტა ხნის წინ ამ გუნდმა ტიტული მოიგო და მადლობას ვუხდით ამ გუნდის ყველა წევრს ფაბიო პეკიას ჩათვლით“, – თქვა პარატიჩიმ.