მთავარი / სიახლეები / სერია A / ბენტანკური: “კარგად ვმუშაობთ, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ”

ბენტანკური: “კარგად ვმუშაობთ, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „ჯენოასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელი კმაყოფილი იყო, მაგრამ ფიქრობს, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.

„ლამაზი თამაში ჩავატარეთ. ჯერ კიდევ უნდა მოვუმატოთ, მაგრამ ძალიან კარგად ვმუშაობთ. უფრო აგრესიულ სტილში ვითამაშეთ, ეს იყო ის, რაც სარიმ ამ კვირაში მოგვთხოვა და მომდევნო მატჩებშიც უნდა გავაკეთოთ. თავს თამაშიდან თამაშამდე უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ჩვენი საქმე გუნდური მუშაობაა და ერთად ვიზრდებით“, – თქვა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე „ლაციოს“ 4 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს კი 4 ივლისს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …