ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ბრეშასთან“ მატჩისწინ კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ლიონელ მესიზე მეტად კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებდა.
„რონალდუს მცირე პრობლემა აქვს და მომდევნო დღეებში გამოაჩენს როგორ იგრძნობს თავს. ვწუხვართ, რომ „ბრეშასთან“ მატჩში დაგვაკლდა და ვერც გუშინ ფიფას დაჯილდოებაზე მოახერხა წასვლა.
მესის პატივს ვცემთ, უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ სკუდეტოს, იტალიის სუპერთასისა და ერთა ლიგის მოგების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ საუკეთესოს პრიზს რონალდუ იმსახურებდა“, – თქვა პარატიჩიმ.