ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ ტრავმა მიიღო. „ბრეშასთან“ მე-18 წუთზე ბრაზილიელმა მარცხენა ბარძაყის კუნთის პრობლემა იგრძნო, რის გამოც შეცვლა მოითხოვა.
მის ნაცვლად მოედანზე ხუან კუადრადო გამოჩნდა, რომელმაც მარჯვენა მცველის პოზიცია გაამაგრა.
დანილოს ტრავმის სიმძიმე და ხარისხი ამ ეტაპზე უცნობია და მხოლოდ უახლოეს დღეებში, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება რა პერიოდით მოუწევს უქმობა.