მთავარი / სიახლეები / “იუვემ” “ბრეშასთან” ძველი სცენარით მოიგო

“იუვემ” “ბრეშასთან” ძველი სცენარით მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეხუთე ტურში „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრასაც იგივე სცენარი ჰქონდა, როგორც სამი დღის წინ „ვერონასთან“ დაპირისპირებას.

ტურინელები აგებდნენ, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაიტანეს და მოიგეს. ანგარიში მე-4 წუთზე დონარუმამ გახსნა, რომელმაც ძლიერად დაარტყა, მაგრამ ეს არ ამართლებს ვოიცეხ შჩესნის, რომელმაც ერთობ არასაიმედოდ იმოქმედა და „ბრეშა“ დაწინაურა.

მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუს არყოფნაში ტაქტიკა შეცვალა და „იუვემ“ 4-3-1-2 სქემით ითამაშა. წინა ხაზი კი გონსალო იგუაინმა და პაულო დიბალამ გაამაგრეს. „ბებერმა სინიორამ“ ტაიმის ბოლოს გაათანაბრა, როდესაც დიბალას კუთხურისას ჯონ ჩანსელორმა ავტოგოლი მიითვალა.

„იუვენტუსმა“ გამარჯვების გოლიც სტანდარტულის წყალობით გაიტანა. 63-ე წუთზე პაულო დიბალას ჯარიმა ცოცხალმა კედელმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე შესანიშნავად ითამაშა მირალემ პიანიჩმა, რომელმაც „იუვეს“ მოაგებინა.

ამ გამარჯვებით ტურინელებმა 13 ქულა დააგროვეს და გალიდერდნენ, თუმცა „ინტერს“ მეხუთე ტურში სათამაშო აქვს. მომდევნო თამაში კი „იუვენტუსს“ შაბათს „სპალთან“ ელოდება.

„ბრეშა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)

ბრეშა, „მარიო რიგამონტი“

„ბრეშა“ (4-3-1-2): იორონენი; საბელი, კისტანა, ჩანსელორი, მატეიუ (მოროზინი 70); ბიზოლი, ტონალი, დესენა; რომულო (აიე 85); ბალოტელი, დონარუმა (მატრი 64)

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დანილო (კუადრადო 19), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, რაბიო; რემზი (ბერნარდესკი (69); დიბალა (მატუიდი 80), იგუაინი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 დონარუმა (4), 1:1 ჩანსელორი (40, ა.გ), 1:2 პიანიჩი (63)

გაფრთხილება: კისტანა (79) – ხედირა (7), ბონუჩი (41), დე ლიხტი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 15 (7) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …