მთავარი / სიახლეები / პარატიჩი ინძაგის შეხვდა

პარატიჩი ინძაგის შეხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი ფავორიტი სიმონე ინძაგია. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, ფაბიო პარატიჩი რომის „ლაციოს“ მომქედ თავკაცს უკვე შეხვდა და ტურინში გადაბარგების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა.

ინძაგის გარდა, განიხილებიან მაურიციო სარის, დიდიე დეშამის, მაურიციო პოჩეტინოსა და სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურები. აღსანიშნავია, რომ მიხაილოვიჩი „იუვეში“ დანიშვნასთან ახლოს 2014 წელსაც იყო, მანამ, სანამ მასიმილიანო ალეგრი შეცვლიდა ანტონიო კონტეს.

გამოცემა ასევე არ გამორიცხავს სიურპრიზებსაც, რაშიც ჟოზე მოურინიო და ანტონიო კონტე იგულისხმებიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …