მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მადლობა, გამარჯვებულ “იუვენტუსს” ვტოვებ”

ალეგრი: “მადლობა, გამარჯვებულ “იუვენტუსს” ვტოვებ”

„ალიანც სთედიუმის“ საპრესკონფერენცია დარბაზში ანდრეა ანიელიმ და მასიმილიანო ალეგრიმ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ალეგრის გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ.

„მადლობა პრეზიდენტს ლამაზი სიტყვებისთვის. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც გააკეთეს. ჩვენ ბევრი კმაყოფილება გამოვიარეთ. გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ. ხელმძღვანელობამ სიტუაცია შეაფასა და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მწვრთნელები მე აღარ ვიქნები. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან ანდრეასთან საოცარი ურთიერთობა მაკავშირებს, ისევე როგორც პარატიჩისთან და ნედვედთან.

ხვალ ლამაზი საღამო იქნება, რადგან ულამაზესი 5 წელი გავიარეთ. ვტოვებ დიდებულ პრეზიდენტს, ვტოვებ პაველსა და ფაბიოს, რომლებსაც, როგორც ბიჭებს ვიცნობდი და ახლადიდი მენეჯერები არიან. „იუვენტუსის“ მომავალ სეზონს საუკეთესოდ დაიწყებს სუპერ ხელმძღვანელობასთან და საოცარ გუნდთან ერთად. სამწუხაროდ, წელს ვერ შევძელით ბოლომდე ბრძოლაში დარჩენა.

საბოლოო ჯამში მნიშვნელობა მიზნების შესრულებას აქვს, ჩვენ სახლში სკუდეტო და იტალიის სუპერთასი წამოვიღეთ, კარგი თუ ცუდი თამაში უმნიშვნელოა. მწვრთნელმა თამაშს ანალიზი უნდა გაუკეთოს, მაგრამ ხშირად შედეგიდან გამომდინარე იცვლება შეხედულება. კარდიფში „რეალში“ იმიტომ წავაგეთ, რომ მეტოქემ თავი ჩვენზე უკეთ დაიცვა. ახლაც არ ვიცი, რას ნიშნავს კარგად თამაში. ცოხვრებაში კატეგორიები არსებობს: არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც იმარჯვებენ და მარცხდებიან. მწვრთნელები, რომლებიც იმარჯვებენ ან არა.

ხვალ უნდა ვიზეიმოთ სკუდეტო და ბარძალი გავაცილოთ, დაცვის პროფესორი. ჩემს სიტუაციას მშვიდად ვუყურებ, ეს ცხოვრებაა, გზები ხშირად იყრება, ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა.

მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მე რევოლუცია ან ხანგრძლივი კონტრაქტი არ მომითხოვია. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე ვფიქრობთ. „იუვენტუსი“ თავიდან ისევ დაიწყებს სწრაფი ტემპით განვითარებას. მე ამ ოჯახის ნაწილი ვიყავი.

მომავალი? ახლა არ ვიცი, კარგი იქნება პაუზის აღება, მაგრამ 15 ივლისისთვის ეს სამუშაო მომენტარება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება. წინადადებებს განვიხილავ და ოჯახთან ერთად გადაწყვეტილებას მივიღებ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის კარიერა „იუვენტუსში“ 2014-2019 წლებში გაგრძელდა და ამ პერიოდში გუნდს 11 ტიტული მოაგებინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …