ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „კალიარისთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. პარატიჩიმ დეიან კულუსევსკის ტრანსფერზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ ის „იუვეს“ მომავალია.
თუმცა, იქვე დასძინა, რომ იანვარში გუნდმა სატრანსფერო აქტივობები დაასრულა.
„კულუსევსკი? შესანიშნავი შენაძენი გავაკეთეთ. ხელმძღვანელობამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ამ ახალგაზრდის საყიდლად, რომელიც ჩვენთვის დიდი მომავალია. ვფიქრობ, სატრანსფერო აქტივობები იანვარში ამით დასრულდა.
კულუსევსკის სიამოვნებით ვიხილავდით ახლავე „იუვეში“, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყისშივე ცნობილი იყო ჩვენი შეთანხმება. ასე კმაყოფილები ვართ, ვიცოდით, რომ „პარმაში“ სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. „იუვესთვის“ მომავალში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება, ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ოპერაციით.
ემრე ჯანი? გამოვრიცხავ მის წასვლას, ემრე ჯანი ჩვენთან რჩება. საერთაშორისო დონეზე ის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი პროექტისთვისაც შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე.
რაბიო? რვათვიანი უთამაშებლობის შემდეგ შემოგვიერთდა. ნორმალურია, რომ ფიზიკურადაც კი მოუწია ადაპტირება. აქამდე ცოტა ითამაშა, მაგრამ როცა თამაშობდა, ყოველთვის საინტერესო მატჩები ჩაატარა. სუპერთასამდე კარგად და მუდმივად ითამაშა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ეჭვი ან კითხვის ნიშანი არ არსებობს“, – განაცხადა პარატიჩიმ.