ტურინის „იუვენტუსი“ შემადგენლობის გაახალგაზრდავებას ეშურება და დეიან კულუსევსკით შემოფარგვლას არ აპირებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბრეშას“ ნახევარმცველი სანდრო ტონალი ზაფხულში ტურინელთა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. ტონალი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და არაერთი მსურველიც ჰყავს. „იუვეს“ მთავარი კონკურენტი კი, „პარი სენ ჟერმენია“.
აღსანიშნავია, რომ „ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ ტონალის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ ტურინელებისთვის ამ თანხის გადახდა დიდ პრობლემას არ უკავშირდება.