ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი „ბენევენტოსთან“ მარცხის შემდეგ ტელეკამერებთან გამოჩნდა და გუნდის გეგმებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანდრეა პირლოს ნდობა აქვს და გუნდი აგრძელებს იმ გზას, რომელიც სეზონის წინ დაიწყო.
„მოულოდნელი მატჩი იყო. აქ იმისთვის ვარ, რომ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში გულშემატკივრებს ბევრი სიხარული მივანიჭეთ, სამწუხაროდ, დღეს უფრო სიმწარის განცდა გვიწევს. საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ სეზონი გრძელდება. თავის ჩახრა და მუშაობაა საჭირო, უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი შეცდომები და აღარ გავიმეოროთ.
ვფიქრობ, რომ „იუვეში“ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ზეწოლას შეჩვეული არიან. სამწუხაროდ, ბევრი მოტივის გამო ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ზოგჯერ ამის გაგებაც კი შეუძლებელია. უბრალოდ თავი უნდა დავხაროთ, რადგან ცუდი თამაში ჩავატარეთ.
კიეზაზე პენალტი? არ მსურს ამაზე კომენტარი გავაკეთო და ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. თამაშები გაანალიზებული უნდა იყოს ეპიზოდების გამოკლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეფასებაზე გავლენას მოახდენენ. მომეჩვენა, რომ წესი დაირღვა, მაგრამ აქ ამისთვის არ ვარ.
აქ სამი დღე შეგვიძლია ვისაუბროთ იმის გასაგებად რატომ ვითამაშეთ ცუდად. ბევრი ასპექტია გასანაალიზებელი და ამ ორ კვირაში ამას გავაკეთებთ. დრო გვაქვს, რომ ყველაფერზე დავფიქრდეთ. ფაქტია, რომ ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ და ეს დასანანია.
ეს თამაში ჩვენს იდეებს არ შეცვლის. ჩვენ გვაქვს გეგმა და მას მივყვებით. მივდივართ გზით, რომელიც ავირჩიეთ. პირლო? ძალიან კმაყოფილები ვართ, რასაც აკეთებს და ამ გზას ვიმეორებ, რომ ვაგრძელებეთ. თავი უნდა დავხაროთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
რონალდუზე ზიდანის სიტყვები? „იუვეს“ ხაზი ასეთია: გვყავს რონალდუ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე და მას ვეჭიდებით. მწვრთნელების შეცვლა წინა წლებში? ყოფილი მწვრთნელებით უკმაყოფილოები არ ვიყავით, სხვადასხვა მიზეზების გამო შეიცვალა. მოგება ან წაგება არ არის გუნდის ამოსავალი წერტილი, რომელიც განსაზღვრას კლუბის გეგმას. როდესაც მკაფიო გეგმა გაქვს, მას მიჰყვები. ბოლოს ვნახავ სწორი იყო თუ არა ეს გეგმა და ხაზი.
“იუვენტუსში” სიტყვა გარდამავალი არ არსებობს. „იუვეს“ მიზანია მოიგოს ყველა თამაში და ტურნირი, რომელშიც თამაშობს. ზოგი სეზონი კარგია, ზოგი ნაკლებად კარგი, მაგრამ არ არსებობს გარდამავალი სეზონი, რადგან ყველა სეზონი მნიშვნელოვანია.
11 წელია აქ ვართ, ბოლო 9 წელში ჩემპიონები გავხდით და ყოველთვის იცვლებოდა გუნდში რაღაც. ალბათ, ხალხმა ეს ვერ შეამჩნია, რაგდან გამარჯვების ფონზე ყველაფერი უკანა პლანზე იწვდა, მაგრამ სხვა წლებშიც გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა. ახლაც ამას ვაკეთებთ. მას შემდეგ, რაც აქ ვარ, მინიმუმ 7-8 შემთხვევა შემიძლია გავიხსენო, როდესაც ჩვენი ციკლის დასრულებაზე საუბრობდნენ: „გალათასარაის“ გავარდნის შემდეგ, კონტეს გუნდიდან წასვლის დროს, ბერლინის წაგებული ფინალის მერე, როდესაც გუნდიდან პირლო, ვიდალი და ტევესი წავიდნენ. 10 ტურში 10 ქულა რომ გვქონდა მაშინ, მაგრამ სანაცვლოდ სეზონის ბოლომდე პრაქტიკულად ყველა თამაში მოვიგეთ. კარდიფის ფინალის შემდეგ, მაგრამ ისევ გავიმარჯვეთ, როდესაც ალეგრი სარით შევცვალეთ, თუმცა მაინც ჩემპიონები გავხდით და ციკლი არ სრულდებოდა, გამარჯვებას ვაგრძელებდით“, – თქვა პარატიჩიმ.