მთავარი / სიახლეები / ალეგრი ახლანდელ “იუვეზე” თავის ტურინულ წარსულზე, შესაძლო დაბრუნებაზე და სხვა…

ალეგრი ახლანდელ “იუვეზე” თავის ტურინულ წარსულზე, შესაძლო დაბრუნებაზე და სხვა…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი Sky Sport-ის სტუდიაში იყო მიწვეული, სადაც მან ძალიან ბევრ რამეზე ისაუბრა. მათ შორის, „იუვეს“ აწმყოზე, ტურინში გატარებულ პერიოდზე და მომავალში შესაძლო დაბრუნება არ გამორიცხა.

„ნაპოლი“ თუ „რომა“? – ჯერ არაფერი ვიცი ჩემი მომავლის შესახებ, მაგრამ ივნისში დაბრუნება მინდა, რადგან მინდა ჩემი საქმით და ფეხბურთელებთან ურთიერთობით ვისიამოვნო.

ლამაზი ფეხბურთი – მე ყოველთვის პირიქით მიყურებდნენ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მჯერა, რომ ბალანსი ყოველთვის საჭიროა. გამიმართლა, რომ ძველი მწვრთნელების გარემოცვაში გავიზარდე.

„პორტუ“ და „დორტმუნდი“ – არ ვიცი „პორტუს“ და „დორტმუნდს“ „იუვეზე“ და „ინტერზე“ უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ თუ არა. ფეხბურთში ყველა ნაბიჯი ერთნაირი არ არის, როგორც შეტევის დაცვიდან კონსტრუქცია. საჭიროა გავიგოთ, ეს რამდენად შესაძლებელია ან არა. მათ არ ჰყავთ „იუვეზე“ და „ინტერზე“ ძლიერი მოთამაშეები, იყო გარკვეული ფაქტორები და უიღბლობაც.

„იუვე“ – „იუვენტუსში“ 5 ლამაზი წელი გავატარე და დამშვიდობება საკმაოდ ბუნებრივი იყო. „იუვენტუსში“ როდესაც ხარ, მთავარია გამარჯვება მოიპოვო, სხვა სათქმელი ბევრი არაფერია. ეს იყო პრეზიდენტის არჩევანი, ეს მართალია, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა შევინარჩუნეთ. განუმეორებელი 5 წელიწადი იყო, ბევრი დადებითი ფაქტორით, მნიშვნელოვანი ტრანსფერები განვახორციელეთ, მოვიყვანეთ ახალგაზრდებიც, რომლებიც გაიზარდნენ. მეხუთე წლის ბოლოს ვარდნა იყო. მე ძალიან მიბმული ვარ „იუვეზე“, მაგრამ ასევეა „მილანის“ და „კალიარის“ შემთხვევაში. თუ დავბრუნდები? არ ვიცი, ამის თქმა შეუძლებელია.

„ბენევენტოსთან“ წაგება – ვწუხვარ, რომ წააგეს, მაგრამ ჩვენ შევეჩვიეთ მხოლოდ ნეგატიური მხარის დანახვას. „ბენევენტომ“ შესანიშნავად ითამაშა და შეგვიძლია ზოგჯერ დადებით მხარეზე ვისაუბროთ. ამ გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა და უფრო იმსახურებს გამოყოფას, ვიდრე „იუვეს“ უარყოფითი მხარე. პიპომ გუნდი ძალიან კარგად მოამზადა.

მწვრთნელობა – მწვრთნელობა ძალიან რთული საქმეა. უპირველეს ყოვლისა არსებობს ორი მწვრთნელი: ერთი ორშაბათიდან შაბათამდე ვინც საქმეს აკეთებს და მეორე, რომელიც კვირას გუნდს მიუძღვება და ეს სულ სხვანაირი საქმეა. ადამიანური რესურსების მართვა ფუნდამენტურია. მწვრთნელები გრძნობებით ცხოვრობენ, მე შთაგონებული ვიყავით კაპელოთი, რადგან ის შეცდომას არ უშვებდა.

რონალდუ – რაც უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გყავს, მით უფრო მაღალია სწავლის დონე. გამიმართლა, რომ მასთან ვიმუშავე, ისევე როგორც იბრაჰიმოვიჩთან, ნესტასთან, რონალდინიოსთან, პირლოსთან, ბუფონთან… მე ვავარჯიშებდი ფანტასტიკურ მოთამასეებთ და უფრო მარტივია გუნდის მართვა, რადგან მათ შენი ესმით. ყველაზე მნიშვნელოვანი პატივისცემაა, რადგან თუ მათ პატივს სცემ, მაგრამ ისინიც გეხმარებიან.

„რეალი“ – სამი წლის წინ „რეალიდან“ დამირეკეს, მაგრამ ვუთხარი, რომ „იუვენტუსისთვის“ პირობა მქონდა მიცემული, რომ დავრჩებოდი. ნორმალურია, რომ ბევრმა დამიეკა, მაგრამ ამ პერიოდში, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფეხბურთი ცოტა მომენტრა და მსურს თამაშში დავბრუნდე.

ისტორია დანი ალვეშზე – იტალიის თასის ნახევარფინალში „ნაპოლისთან“ ვთამაშობდით პირველი მატჩის უპირატესობა უნდა დაგვეცვა და ის 5ომერზე დავაყენე, მაგრამ 4 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მეუბნება: „მისტერ, ნება მომეცი ეს გავაკეთო, ინსინიეს ერთი-ერთზე უნდა ვეთამაშო, რადგან ერთადერთია, ვისაც ჩვენი შეწუხება შეუძლია“. და, ის მართალი იყო, რამდენიმე დღეში იგივე ფუნქცია ნეიმარის წინააღმდეგ მივუჩინე, როდესაც „ბარსელონას“ ვხვდებოდით და შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

„რეალთან“ წაგებული ფინალი – მე ყოველთვის ვამბობ, რომ 3 საათზე სხვა თამაში იწყება, 3:30-ზე სხვა და 3:45-ზე სხვა. მახსოვს, კალათბურთის მწვრთნელმა ეტორე მესინამ დიდი სიმართლე თქვა: „საუკეთესო დაცვა თამაშს იგებს“. ეს ასეა. მაგალითად, „რეალთან“ ფინალი იმიტომ წავაგეთ, რომ თავი სხვებზე უარესად დავიცავით.

რა აკლია „იუვეს“ ფინალისთვის – არ ვიცი, რა აკლია „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დასაბრუნებლად. გარედან, როდესაც ვუყურებ, ზოგიერთ ფეხბურთელზე მგონია, რომ უვარჯიშებელია. შემდეგ მახსენდება, რომ მათ ვიცნობ და აზრი მეცვლება. ისინი იტალიის თასის ფინალში არიან, იტალიის სუპერთასი მოიგეს და ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან. ჩემპიონთა ლიგა ნებისმიერი, სამივე შედეგის ტურნირია. იტალიის თასს თუ მოიგებენ და ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ, სეზონი პოზიტიური იქნება. შეეძლო „ინტერთან“ უფრო ახლოს ყოფილიყო, მაგრამ სხვა დინამიკა სჭირდებოდა.

ტრანსფერები – „იუვემ“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები იყიდა. კიეზა კარგად თამაშობს, მორატამაც კარგად დაიწყო და შემდეგ ტრავმებმა შეაჩერა. ნახევარდაცვაში ცოტა შეიცვალა. ისინი, ვინც გუნდს მეტ უსაფრთხოებას ანიჭებდნენ, ნაკლებს თამაშობენ, მაგალითად კიელინი. საჭიროა სულისკვეთების აღდგენა.

სერია A – თუ სერია A-ში საუკეთესოები ისევ რონალდუ, იბრაჰიმოვიჩი და კიელინი არიან, როდესაც თამაშობს, ვფიქრობ, პრობლემა უფრო ზოგადია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მოელის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების წარმატებას. იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონი გავხდებით. ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, ერთი-ორი წელი შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ შემდეგ შედეგს მივიღებთ.

შემადგენლობა – „იუვენტუსს“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, „ინტერის“ შემადგენლობას თავისუფლად შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში თამაში. „იუვეზე“ მეტად ხარისხიანია? ვთქვათ, რომ უფრო კონსოლიდირებულია, რადგან „იუვენტუსი“ წეს აშენდა. როდესაც ორ მოთამაშეს ცვლი, ეს პრობლემაა, თუ უფრო მეტს შეცვლის, ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.

დიბალა – “პესკარაში” თამაშის დროს გამთამაშებელი ვიყავი და მწვრთნელმა მითხრა, რომ უკან უნდა დამეხია თუ კარგ დონეზე თამაში მსურდა, რადგან უკან უფრო მეტი სივრცე მექნებოდა. პაულოსთან იგივე მეც დამემართა, მას ვუთხარი: „პაულო, „იუვეში“ შენ ვერ ითამაშებ ცენტრფორვარდს“. ის „პალერმოში“ ცეტრფორვარდად თამაშობდა, მაგრამ წინ 50 მეტრის სივრცე ჰქონდა. იგივე სტილში „იუვეში“ მას სირთულეები ელოდა. სინამდვილეში მას ჩემთან ორი ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა.

„მილანის“ და „იუვეს“ ისტორია – მე ისეთ გუნდებს ვწვრთნიდი, როგორიც „იუვე“ და „მილანია“, მაგრამ ამასთანავე, ორი საპირისპირო გუნდია. ბერლუსკონი შოუმენი იყო, მან წარმადგინა, ხელი გამიშვა და ბუმ! მეორეს მხრივ, ანიელი წარმოადგენს იტალიის ყველაზე მნიშვნელოვან ოჯახს, რომელმაც მსხვერპილი უნდა გაიღოს, მაგრამ გამარჯვება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. “მილანში” კი როდესაც მივედი, 7 წელი სკუდეტო არ ჰქონდათ მოგებული. ისინი ორი საპირისპირო სამყაროდან არიან. კლუბის დნმ-ს ცოდნა, სადაც მწვრთნელად მიდიხარ, აუცილებელია. მაგალითად, თუ „მანჩესტერში“ მიდიხარ ბურთის ფლობის დასამყარებლად ეს პრობლემაა, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც საჯარიმოდან საჯარიმომდე თამაშობს, „რეალი“და „ბარსელონაც“ ორი განსხვავებული კლუბია.

იტალიის ნაკრები – ნაკრებში მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ? იქამდე შორია, რამდენიმე წელი კიდევ უნდა ვიმუშაო. მანჩინი ძალიან კარგად მუშაობს, მან გუნდს სიმშვიდე და ერთიანობა შესძინა, ახალგაზრდა ფეხბურთელები იზრდებიან და შესაბამისად, საქმეს კარგად აკეთებს.

მესი თუ რონალდუ – მესი უფრო ძლიერია, კრიშტიანუ რონალდუ უფრო დიდი.

3 თუ 4 მცველი? – ევროპაში არმგონია არსებობდეს გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 3 მცველით მოიგო.

ინიესტა თუ პირლო – ერთად თამაში შეეძლოთ. მე პირლოს ვავარჯიშებდი, მაგრამ მეორეც მაგიჟებდა. თუმცა, რადგან პირლოს მწვრთნელი ვიყავი, მას ავირჩევ.

სუარესი თუ მორატა – კარიერის გამო სუარესი. ალვარო ძალიან გაიზარდა, ის მშრალი თამაშების ფეხბურთელია, მომაკვდინებელი. მოგწონთ თუ არა, ცხოვრებაში არსებობს რაღაც კატეგორიები.

ბენტანკური – ჩემი აზრით, მას არ შეუძლია დაცვის წინ თამაში. შეიძლება ერთხელ ითამაშოს, მაგრამ მეტჯერ აღარ. როდრიგო კარგი ბჭია, მაგრამ დაცვის წინ მისი დაყენება არ შეიძლება.

ისტორია დიბალაზე – იმ სეზონში „ფროზინონეს“ ვეთამაშებოდით, ეს იყო „სასუოლოსთან“ ცნობილ მატჩამდე. 93-ე წუთზე კუთხურს ვაწვდიდით, მაგრამ დიბალამ დრიბლინგი გადაწყვიტა, რომ დასარტყმელ პოზიციაზე გასულიყო, ბურთი დაკარგა, ჩვენს კართან კუთხური მივიღეთ და გოლი გავუშვით. ეს იყო მაგალითი იმისა, როგორ უნდა ვიმუშაოთ ფეხბურთელებთან. მისთვის ის იყო მეორე მატჩი „იუვენტუსში“ და მას უნდა გაეგო, რომ 93-ე წუთზე, როდესაც 1:0-ს იგებ, არ გჭირდება 2:0.

„სან სირო“ თუ „იუვენტუს სთედიუმი“ – „სან სიროს“ სტადიონი ძალიან მძიმეა, „სთედიუმიც“, მაგრამ „სან სირო“ კიდევ უფრო.

ბარძალი და კიელინი – ვარჯიშებზე, როდესაც კიელინი და ბარძალი 2-2-ზე დაცვაში თამაშობდნენ და ამას უყურებდი, დაცვით სიამოვნებას იღებდი. ეს ფენომენალური რაღაც იყო.

ფეხბურთი მარტივია – მცველებთან უნდა დაიცვან, მეკარეებმა ბურთი აიღონ და თავდამსხმელებმა გოლები გაიტანონ.

ბურთის ფლობა – პირველად „კიევოს“ ვეთამაშებოდით და ბუფონი ბურთს ფლობდა წუთი და 39 წამი, მაშინ, როცა ნახევარმცველი საშუალოდ 35 წამი. მაშინ ბიჭებს ვუთხარი: „ან შეწყვიტეთ ბუფონისთვის ბურთის მიცემა ან მეკარის გარეშე ვითამაშებთ“.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ 2014-2019 წლებში მუშაობდა და გუნდს 5-ჯერ სკუდეტო მოაგებინა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …