მთავარი / სიახლეები / სერია A / ტურინში “ბენევენტომაც” მოიგო

ტურინში “ბენევენტომაც” მოიგო

მოვიდა დრო ყველაფერი პირდაპირ დაიწეროს, რადგან „იუვენტუსმა“ წააგო გუნდთან, რომელსაც პირველ წრეშიც ვერ მოუგო და გუნდთან, რომელსაც ამ მატჩამდე ზედიზედ 11-თამაშიანი მოუგებელი სერია ჰქონდა!

„ბენევენტოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანდრეა პირლომ თქვა, რომ ისინი სეზონის ბოლომდე ყველა მატჩის მოგებას ეცდებოდნენ და „ინტერზე“ ზეწოლის მოხდენა შეუძლიათ.

უცნაურია, პირლო ალბათ იტყუება ან მოვლენებს სათანადოდ ვერ აფასებს. მისი გუნდი აბსოლუტურად დაცლილია ყველაფრისგან, არ აქვს მოტივაცია, კლასი და სათამაშო იდეა. ეს ბოლო ნაწილი მთლიანად მწვრთნელის კისერზეა.

„იუვენტუსმა“ 28-ე ტურში „ბენევენტოსთან“ წააგო და დამსახურებულად. ვერავინ იტყვის, რომ „იუვე“ ამ მატჩში ქულას მაინც იმსახურებდა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა მეკარე მინტიპომ ბევრი ბურთი მოიგერია, ხოლო ვოიცეხ შჩესნიმ, როგორც ეს ხშირად ხდება, მის კარში წასული ერთადერთი დარტყმა გაუშვა. „ბევენეტოს“ ჰქონდა ის, რაც არ ჰქონია „იუვენტუსს“ – სათამაშო სულისკვეთება და მიზნისთვის ერთიანობა.

ანდრეა პირლომ ამ მატჩამდე ისიც თქვა, რომ მისი გუნდი არ მოიშლის დაცვიდან შეტევის კონსტრუქციას. როგორც მან აღნიშნა, ამაში უფრო მეტი დადებითი ფაქტორია, ვიდრე უარყოფითი. და, გახსოვთ როგორ გაუშვა „იუვემ“ გოლი „პორტუსთან“ პირველ მატჩში პირველივე წუთზე? როგორ გაიტანა დღეს „ბენევენტომ“ გოლი?… ასეც ნათელია, რომ პირლოს სამწვრთნელო იდეები მყარი და სწორი არ არის, ის შეფასებებში ცდება და ალბათ უკვე ტურინული გუნდის ხელმძღვანელებიც ცდებიან პირლოს შეფასებაში, როდესაც მას ამდენი დრო მისცეს და როგორც ჩანს, აზრის შეცვლას არ აპირებენ.

გუნდი ღრმა კრიზისშია – ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებს, გამოსავალი არ ჩანს. სკუდეტო უკვე დაკარგულია. ახლა მთავარი ის არის, ჩემპიონთა ლიგის საგზური არ დაიკარგოს – რეალური საფრთხე არსებობს. კიდევ ერთიც: „იუვენტუსს“ ამ ტურამდე სერია A-ში ზედიზედ სამი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და სეზონში ზედიზედ 4 თამაში არ მოუგია! ყველა კითხვაზე პასუხი ამ უბრალოდ სტატისტიკიდან კარგად ჩანს.

„იუვენტუსი“ – „ბენევენტო“ 0:1 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ბერნარდესკი; კულუშევსკი, არტური (ბენტანკური 73), რაბიო (მაკკენი 73), კიეზა; რონალდუ, მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ბენევენტო“ (3-5-2): მონტიპო; ტუია, კალდიროლა, ბარბა; ფულონი (ტელო 73), ჰეტემაი (დაბო 83), ვიოლა, იონიცა, იმპორტა; გაიჩი (დი სრიო 83), ლაპადულა (კაპრარი 73)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

გოლი: 0:1 გაიჩი (69)

გაფრთხილება: ბერნარდესკი (18), ბენტანკური (90) – ტუია (9), კალდიროლა (75), ტელო (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9)- 8 (1) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: როზარიო აბისო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …