მთავარი / სიახლეები / პარატიჩი ძანიოლოს დაკვირვებას აგრძელებს

პარატიჩი ძანიოლოს დაკვირვებას აგრძელებს

რამდენიმე დღის წინ ფაბიო კაპელომ ნიკოლო ძანიოლო გააკრიტიკა და მას შემდეგ ახალგაზრდა იტალიელი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ნიკოლომ „რომას“ ბოლო სამ მატჩში გატანა მოახერხა.

„გლადბახთან“, „მილანთან“ და „უდინეზესთან“ ნიკოლომ გოლები გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც ნიჭიერია.

ამასობაში ფაბიო პარატიჩი დღითიდღე აკვირდება მოვლენების განვითარებას და დიდი შანსია, რომ ზაფხულში ძანიოლოს შესაძენად ტურინელებმა შეტევა წამოიწყონ.

თუმცა, ისიც ნათელია, რომ ამ ეტაპზე „რომას“ ფეხბურთელის შენარჩუნება აქვს განზრახული. მიუხედავად ამისა, რეალური წინადადების შემთხვევაში გამორიცხული არაფერია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …