კატალონიის „ბარსელონა“ ფედერიკო ბერნარდესკით დაინტერესებულია. ესპანური მედიის ცნობით, „ბლაუგრანა“ დიდი ხანია იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სერიოზულად იჩენს.
ზაფხულში ივან რაკიტიჩში გაცვლაც სურდათ, მაგრამ ტურინელებმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ბარსა“ ბერნარდესკის მიმართ მანევრირებას აგრძელებს, პრიორიტეტი არაა და შეტევის გასაძლიერებლად სხვა კანდიდატებიც ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა არაა გამორიცხული მხარეებმა მალე ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივონ.