„ჯენოასთან“ ბოლო წუთზე გამარჯვების შემდეგ „იუვენტუსმა“ დღეს დილიდან ტურინული დერბისთვის მზადება დაიწყო.
ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ ითამაშეს მცირე დოზით დაიტვირთნენ, ხოლო ძირითადი მომზადება ტექნიკურ ასპექტებს დაეთმო. გონსალო იგუაინმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, ხოლო მირალემ პიანიჩმა ინდივიდუალურად.
ხვალ „იუვე“ ისევ ივარჯიშებს, ხოლო მაურიციო სარი მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს. შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.