ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი დარწმუნებულია მატიას დე ლიხტის შესაძლებლობებში და ამბობს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ჰოლანდიელი თავის პოზიციაზე საუკეთესო იქნება.
„დე ლიხტი მონსტრია! ეს საუკეთესო ინვესტიციაა ახალგაზრდებში, რომლის მსგავსი არასდროს გაგვიკეთებია. მეღიმება, როდესაც მას ეჭვის თვალით უყურებენ. მე ყოველთვის დარწმუნებული ვარ მის თვისებებში, მისი თანაგუნდელები მეუბნებიან: ის ფენომენია.
აცნობიერებთ, რომ 20 წლის ბიჭი დიდ გუნდში თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე? ეს გიჟური საკითხია, რადგან 90 წუთი, ყოველ თამაშზე მისგან სრულ კონცენტრაციას მოითხოვენ. დე ლიხტის გუნდთან ინტეგრირება არ ხდება ისე, როგორც ეს მაგალითად პოგბას შემთხვევაში მოხდა, როდესაც გვერდით პირლო, ვიდალი და მარკიზიო ჰყავდა. ამ შემთხვევაში კიელინიმ მძიმე ტრავმა მიიღო და მაშინვე ძირითად შემადგენლობაში მოუწია თამაში. მომდევნო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო მცველი იქნება“, – აღნიშნა პარატიჩიმ.