ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფრომებას გეგმავს. გასულ ზაფხულს კლუბი არგენტინელის გასხვისებას ლამობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ყველაფერი შეცვალა, მათ შორის ტურინელთა გეგმებიც.
„იუვე“ მზადაა „ლა ჯოიას“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივოს და სეზონში ანაზღაურების სახით 9 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მოქმედი კონტრაქტით დიბალა 7.5 მილიონ ევროს იღებს და 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვეში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა და მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.