ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა არტუზე, პაულო დიბალაზე და ვესტონ მაკკენიზე ისაუბრა, რომლებიც წვეულაზე გაერთნენ და საკარტინე წესები დაარღვიეს.
„პირლომ უკვე ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე. მათ შეცდომა დაუშვეს, ჯარიმა გადაიხადეს და დისკვალიფიკაცია მივეცით. მწვრთნელი გადაწყვეტს როდის დაუბრუნდებიან გუნდს“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 56 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს და 7 აპრილს სწორედ ჯენარო გატუზოს გუნდს უმასპინძლებს.