Sky Sport-ის ეთერში ჟურნალისტმა პაოლო კონდომ განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი “იუვენტუსისთვის“ შეუცვლელი მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, რომ მას „სამპდორიასთან“ არ უთამაშია.
კონდომ კომენტარი ასევე ნახევარდაცვის შესახებაც გააკეთა:
„დე ლიხტი ამ „იუვენტუსისთვის“ ნამდვილად შეუცვლელი მოთამაშეა, ისე, როგორც „მილანისთვის“ დონარუმა და „ინტერისთვის“ ლუკაკუ. ნახევარდაცვაში არტურთან და მაკკენისთან ერთად თამაშის დროს ჩემი შეფასებით, ბენტანკური უკეთესია, ის საუკეთესოდ ერგება ამ ორი ფეხბურთელის თვისებებს“, – თქვა კონდომ.