სამი ხედირამ ტურინის „იუვენტუსი“ დატოვა. გერმანელი ნახევარმცველი სამშობლოში დაბრუნდა და ბერლინის „ჰერტას“ შეუერთდა.
სამიმ „იუვეში“ ბოლოს გასული წლის ივნისში ითამაშა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. ხედირა მიმდინარე სეზონის პირველივე დღიდან გუნდთან ერთად ჩვეულებრივ ვარჯიშობდა, მაგრამ განაცხადში ანდრეა პირლოს ერთხელაც არ შეუყვანია.
ამრიგად, სამის ტურინული თავგადასავალი, რომელიც 5.5 წელი გაგრძელდა დასრულდა. გერმანელმა „იუვეს“ მაისურით 144 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 11 ტიტული მოიგო. მათ შორის, 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ იტალიის სუპერთასი.
აღსანიშნავია, რომ ხედირას “შტუტგარტში”, “რეალსა” და გერმანიის ნაკრებში 21 გოლი არ გაუტანია და “იუვეში” მის კარიერაში ყველაზე შედეგიანი იყო.