ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ Sky Sport-თან ისაუბრა. იტალიელი მენეჯერი სხვადასხვა საკითხებს შეეხო.
„ამ ეტაპზე ტრანსფერების საჭიროება არ გვაქვს, უბრალოდ ყურადღებით ვიყავით იმის გასაგებად, რომელიმე შესაძლებლობა ხომ არ იყო, ამის შემდეგ კი შეფასებები კეთდება. კულუშევსკის შეუძლია თავდამსხმელად თამაში, მალე დიბალაც დაბრუნდება, რომლის ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლდებად სერიოზული გამოდგა.
რემზი და რაბიო? ჩვენ ორივე ფეხბურთელით კმაყოფილებ ვართ. შარშანდელი სეზონი დადებითი იყო, სკუდეტო მოვიგეთ და ორივე დაგვეხმარა. მიმდინარე სეზონშიც კარგად თამაშობენ.
როველა? ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული იტალიელია, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ყოველთვის ვატარებდით, ვიყურებით წინ და ჩვენი აზრით, მას შეუძლია მომავალში „იუვენტუსში“ ითამაშოს.
23-წლამდე გუნდის მნიშვნელობა? ალესანდრო კოსტაკურტა არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად დაგვეხმარა მის გახსნაში. თუ ევროპის დიდ ლიგებს გადავხედავთ, ყველას ჰყავს მეორე გუნდი. რა თქმა უნდა, ეს კარგია, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით ბიჭები სწრაფად მწიფდებიან, ეს განსხვავებულია პრიმავერასგან“, – თქვა პარატიჩიმ.