ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ ოუარს შესანიშნავი სეზონი აქვს და ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრშია. მათ შორის, არის „იუვენტუსიც“, რომელსაც ძლიერი კონკურენტები ჰყავს.
ესპანური As-ის ცნობით, მადრიდის „რეალიც“ დიდ ინტერესს იჩენს და ასევე იურგენ კლოპის „ლივერპულიც“. ინგლისში ფრანგ საყრდენს ჯორჯინიო ვეინალდუმის შემცვლელად განიხილავენ.
22 წლის ჰუსემ ოუარს აქამდე „ლიონის“ გარდა არსად უთამაშია და მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.