„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო შესაძლოა, ტურინის მერი გახდეს. იტალიური მედიის ცნობით, დემოკრატიული პარტია არჩევნებში მარკიზიოს კანდიდატურას წარადგენს.
პარტიის მდივანი ნიკოლა ძინგარეტი მიიჩნევს, რომ კლაუდიო არჩევნებში გამარჯვებას მოახერხებს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის მარკიზიო უკვე 2 წელია ფეხბურთიდან წავიდა და ბოლო პერიოდში ტლევიზიაში (Rai) მიმომხილველად მუშაობს.
კლაუდიო მარკიზიო ტურინში დაიბადა და „იუვენტუსის“ მაისურით 389 მატჩში 37 გოლის გატანა მოახერხა.