იტალიური „ბოლონიას“ ნახევარმცველმა, რომელიც „იუვენტუსის“ საკუთრებაში იყო, ტურინულ გრანდში გადასვლის პერიოდი გაიხსენა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, სერია B-დან „იუვენტუსში“ სათამაშოდ მზად არ იყო.
„იუვენტუსში“ პატარა რეალობიდან მოვხვდი. J Medical-ში როდესაც მივედი, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები დამხვდნენ, ჩემს აგენტს ვკითხე: „კი მაგრამ, ისინი აქ ჩემთვის მოვიდნენ? თუ სხვა მოთამაშეც გადის სამედიცინო შემოწმებას?“ ამან ჩემზე ეფექტი მოახდინა.
სერია B-დან მოვხვდი „იუვენტუსში“ და ვარჯიშების ინტენსივობა განსხვავებული იყო, თავს დისკომფორტში ვგრძნობდი, მივხვდი, რომ იმ მომენტში მზად არ ვიყავი“, – თქვა ორსოლინიმ.
შეგახსენებთ, რომ რიკარდო ორსოლინი „იუვემ“ „ასკოლიდან“ 2017 წლის იანვარში შეიძინა, მაგრამ მთავარ გუნდში არ უთამაშია. ჯერ „ატალანტაში“, მერე კი „ბოლონიაში“ განათხოვრა და ამ უკანასკნელმა გასულ ზაფხულს გამოისყიდა.