ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი ამჟამინდელი გუნდის ატმოსფეროს ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია და მან კიდევ ერთხელ ნეგატიურად ისაუბრა დღევანდელ „იუვეზე“.
კობოლი ჯილი მიიჩნევს, რომ ყველაზე ცუდი მაგალითი გუნდისთვის კრიშტიანუ რონალდუა.
„ვეთანხმების მარკო ტარდელის, ახლა კრიტიკა ადვილია, მაგრამ გარედან ჩანს, რომ გაუგებარია, რატომ დატოვეს ფეხბურთელებმა იტალია. მათ დაბრუნების შემდეგ 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ და იმედია მალე დაუბრუნდებიან გუნდს. „იუვეში“ მდგომარეობა რონალდუს მოსვლისთანავე გართუულა, რომელიც პირველი იყო ვინც ტურინიდან წავიდა. თქვა, რომ ეს დედამისისთვის გაკაეთა, მაგრამ ახლა ჩვენ მისგან მხოლოდ აუზზე გადაღებულ ფოტოებს ვხედავთ. ამ შემთხვევაში დათმობა რონალდუს სიტუაციიდან დაიწყო, შემდეგ იგუაინმაც თქვა, რომ დედამისი ავადაა, სხვებსაც მოუნდათ წასვლა და სიტუაცია გაუარესდა. ეს არ არის ლამაზი, ყველანი „იუვენტუსის“ სასტუმროში უნდა დარჩენილიყვნენ, ისევე, როგორც დარჩნენ „ინტერის“ ფეხბურთელები.
აშკარაა, რომ იტალიურ და უცხოურ გუნდებს ექნებათ ფინანსური ზარალი, ბევრს პრობლემები გაუჩნდება, მათ მოუწევთ სიტუაციის დასტაბილურებისთვის მოთამაშეების გაყიდვა.
ძველი „იუვეს“ ნოსტლაგია? მენატრება, ვიცნობდი ადვოკატ ანიელის და მენატრება, მენატრება უმბერტო ანიელი და ბონიპერტი, რომელთაც გუნდში დისციპლინა ჰქონდათ. მახსოვს, როდესაც გუნდში გრძელთმიანი ფეხბურთელი მოდიოდა, თმას ჭრიდნენ“, – თქვა კობოლი ჯილიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ რამდენიმე ფეხბურთელმა ტურინი დატოვა. მათ შორის არიან კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო იგუაინი, როდრიგო ბენტანკური, მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა.