მთავარი / სიახლეები / ოლა: “იუვენტუსში” აუარს სიამოვნებით ვიხილავდი”

ოლა: “იუვენტუსში” აუარს სიამოვნებით ვიხილავდი”

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ Tuttosport-თან განაცხადა, რომ ჰუსემ აუარს სიამოვნებით გაასხვისებდა „იუვენტუსში“. ფრანგის განცხადებით, მეგობარ ანდრეა ანიელისთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს წინ არ დაუდგება.

„ანიელისთან ამაზე არასდროს მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენს მენეჯერებს შორის კონტაქტი იყო. სიამოვნებით ვნახავდი აუარს „იუვენტუსში“ მომავალში და იმედია, ეს მისი ამბიციაც იქნება.

მან უნდა ისარგებლოს ამ ორ მატჩში და შთაბეჭდილება მოახდინოს, გამოავლინოს საკუთარი თავი. ადრე თუ გვიან ჩემს მეგობარ ანიელისთან ამაზე საუბარი მომიწევს“, – თქვა ოლამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …